Sunday, February 11, 2018

მათემატიკის წრე ,,გამჭრიახი"


მათემატიკის წრე,,გამჭრიახი’’
სასწავლო წლოს მეორე სემესტრში შეიქმნა მათემატიკის უკეთ შემსწავლელთა წრე, წრეში გაერთიანებულია მეოთხე კლასის თერთმეტი  მოსწავლე, საწრეო მუშაობა ტარდება კვირაში ორჯერ სამშაბათს და ხუთშაბათს. წრეზე განსახილველი თემები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლეებში მათემატიკური უნარების გაუმჯობესებას.
წრის დასახელება და მოკლე დახასიათება
 წრის სახელწოდებაა „გამჭრიახი’’ წრე სკოლის რესურსებისა და მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე არის შერჩეული წინასწარი მოკვლების საფუძველზე.
თემატიკა წრის მუშაობის პროფილი მისი ჩამოყალიბების მიზანი აქტუალურობა და მნიშვნელობა
წრის მუშაობის პროფილი
საწრეო მუშაობა ითვალისწინებს მოსწავლეების  უნარების  გაუმჯობესებას მათემატიკაში . მუშაობისას გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა ასაკი და ინდივიდუალური საჭიროებები.
წრის შექმნის მიზანია:
მოსწავლეები დაწყებით ასაკში აუცილებელია დაეუფლოს მაღალ დონეზე მათემატიკას, გადაჭრას რეალური პრობლემები მათემატიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, ასევე მოსწავლე დაეუფლოს, ლოგიკურ და კრიტიკული აზროვნების ხერხებს.
წრის შექმნის აქტუალობა 
დღესდღეობით აუცილებლობას წარმოადგენს მათემატიკის კარგად დაუფლება , რომელსაც საფუძველი სწორედ დაწყებით საფეხურზე უნდა ჩაეყაროს, რომელსაც საფუძვლიანი მიდგომა სჭირდება მასწავლებლის მიერ, მოცემული 45 წუთი საგაკვეთილო დრო არცთუ საკმარისია მოსწავლეთათვის უკეთ დაუფლებისთვის, ამასტან ზოგიერთი ბავში ამ ასაკში ამჯობინებს სხვა აქტივობებით დაკავდეს ვიდრე მათემატიკა იმეცადინოს, და ან  შემოიფარგლება მხოლოდ იმ დავალებებით, რომელიც მხოლოდ სკოლის სახელმძღვანელოში არის წარმოდგენილი, საჭიროა მეტი ვარჯიში ამ მიმართულებით, მოგეხსენებათ  მატემატიკა არის  ზედა კლასებსი მოსწავლეთა ,,აქილევსის ქუსლი“ სწორედ ამან განაპირობა ჩვენი წრის დაარსება.



სამუშაო პროგრამა
მუშაობის ხანგრძლივობა
შეხვედრების განრიგი
საწრეო მუშაობის გაცნობა წრის წევრებისათვის
45 წთ
იანვარი
ლოგიკური ამოცანები და სავარჯიშოები ნაწილი 1:http://www.aura.ge/27-saxaliso-matematika/162-logikuri-amocanebi-da-savarjishoebi-natsili-1.html


თებერვალი
ლოგიკური ამოცანები და სავარჯიშოები ნაწილი 2:http://www.aura.ge/27-saxaliso-matematika/162-logikuri-amocanebi-da-savarjishoebi-natsili-1.html
მათემატიკური ამოცანები  40-ზე თეიმურაზ ორმოცაძე 2015 წელი, ელექტრონული ბიბლიოთეკა.


მარტი
ლოგიკური ამოცანები და სავარჯიშოები ნაწილი 3http://www.aura.ge/27-saxaliso-matematika/162-logikuri-amocanebi-da-savarjishoebi-natsili-1.html
კინგსის სახელმძღვანელო ტესტები მათემატიკაში
www.kings.ge

აპრილი
ლოგიკური ამოცანები და სავარჯიშოები ნაწილი 4http://www.aura.ge/27-saxaliso-matematika/162-logikuri-amocanebi-da-savarjishoebi-natsili-1.html

მაისი
ლოგიკური ამოცანები და სავარჯიშოები ნაწილი 5http://www.aura.ge/27-saxaliso-matematika/162-logikuri-amocanebi-da-savarjishoebi-natsili-1.html

ივნისი




საწრეო მუშაობის პროგრამა, საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა, და შეხვედრების განრიგი


თემები, აქტივობები, სწავლისა და სწავლების მეთოდები:
ზემოთ ჩამოთვლილი განსახილველი თემების ახსნისა და გაგების პროცესში გამოყენებული იქნება შემდეგი მეთოდები და აქტივობები
-ჯგუფური მუშაობა, წყვილებში მუშაობა,  ინდივიდუალური მუშაობა;
-თამაშით სწავლება;
რესურსები
წრის წარმატებული მუსაობისთვის სკოლას გაჩნია შემდეგი რესურსები: საკლასო ოთახი უზრუნველყოფილი ელექტრო ენერგიით, კომპიუტერი, დაფა, მერხები,  ბიბლიოთეკა (სასკოლო, პირადი).

No comments:

Post a Comment