Sunday, February 11, 2018

ქართული ენისა და ლიტერატურის წრე ,,კოკროჭინა"


ქართული ენისა და ლიტერატურის წრე  ,კოკროჭინა“
სასწავლო წლოს მეორე სემესტრში შეიქმნა ქართული ენისა და ლიტერატურის წრე. წრეში გაერთიანებულია მეოთხე კალასის 11 მოსწავლე, საწრეო მუშაობა ტარდება კვირაში ორჯერ ოთხშაბათს და პარასკევს. წრეზე განსახილველი თემები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლეებში კითხვის უნარების გაუმჯობესებას.
წრის დასახელება და მოკლე დახასიათება
 წრის სახელწოდებაა ,,კოკროჭინა“ წრე სკოლის რესურსებისა და მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე არის შერჩეული წინასწარი მოკვლების საფუძველზე.
თემატიკა წრის მუშაობის პროფილი მისი ჩამოყალიბების მიზანი აქტუალურობა და მნიშვნელობა
წრის მუშაობის პროფილი
საწრეო მუშაობა ითვალისწინებს მოსწავლეების  კითხვის უნარის გაუმჯობესებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში . მუშაობისას გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა ასაკი და ინდივიდუალური საჭიროებები.
წრის შექმნის მიზანია
დაწყებითი კლასის მოსწავლეთა განვითარებისათვის აუცილებელია მოსწავლე დაეუფლოს კითხვის უნარს, შეეძლოს დასკვნების გამოტანა ტექსტიდან, გამართულად დაეუფლოს კითხვის ტექნიკის უნარ-ჩვევებს, ასევე საწრეო მუშაობა თავის მხრივ ხელს შეუწყობს თანამშრომლობითი უნარების განვითარებას მოსწავლეთა შორის, გაიზრდება სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა.
წრის შექმნის აქტუალობა 
მოსწავლეთა დიდი ნაწილი დღესდღეობით ნაკლებ დროს ატარებს წიგნთან, უფრო კომპიუტერი გახდა პრიორიტეტი, არადა თუ ბავშვს ამ ასაკში გავუღვივებთ კითხვის სიყვარულს, დავაუფლებსთ მოზარდს კითხვის ტექნიკას და გაზრებულ კითხვას  ის მას მთელი ცხოვრება გაჰყვება, კითხვა მოზარდს საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაში ეხმარება, სწორედ ამიტომ არის აქტუალური ეს საკითხი.



საწრეო მუშაობის პროგრამა, საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი
სამუშაო პროგრამა
მუშაობის ხანგრძლივობა
შეხვედრების განრიგი
საწრეო მუშაობის გაცნობა წრის წევრებისთვის
45წთ
იანვარი
საუკეთესო ზღაპრები:
  • სულხან-საბა ორბელიანი _ ქილილა და დამანა
  • დავით ჯავახიშვილი _ მანქანათქება, თავგადასავალი.
  • სერო კლდიაშვილი _ ლომი და ხარები, ბედსვიანი წრუწუნა 
  • რევაზ ინანიშვილი _ სად ცხოვრობს მეზღაპრე, კრეჭანა
  • გუგული ტოგონიძე _ მტირალა
  • ნაირა გელაშვილი _ წინწკლებიანი მუსტანგი და პატარა წვიმა, სოკოები.
  • დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია _ ბროლის ციგა


თებერვალი
  • ს. ტ. აკსაკოვი _ ალისფერი ყვავილი
  • გ. ხ. ანდერსენი _ ყინულის დედოფალი, ქალთევზა
  • ძმები გრიმები _ ბრემენის მოხეტიალე მუსიკოსები, ფიფქია და შვიდი ჯუჯა
  • ს. ლაგერლოფი _ ნილსისა და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა
  •  

მარტი
  • ს. მარშაკი _ თორმეტი თვე
  • ა. ა. მილნი _ ვინი პუჰი და ყველა- ყველა- ყველა
  • ა. პუშკინი _ ზღაპრები
  • ჯ. როდარი _ ჩიპოლინოს თავგადასავალი
  • ა. ფრანსი _ ფუტკარი


აპრილი
  • ჯ. ჰარისი _ ბიძია რიმუსის ზღაპრები
  • ვ. გაუფი _ ზღაპრები
  • პ. ერშოვი _ კუზიანი კვიცი
  • ე. ტ. გოფმანი _ მაკნატუნა
  • რ. კიპლინგი _ მაუნგლი


მაისი
  • ა. ლინდგრენი _ ბიჭი და კარლსონი, პეპი მაღალწინდა
  • ჯ. სვიფტი _ გულივერის მოგზაურობა
  • ა. ტოლსტოი _ ოქროს გასაღები და ბურატინოს თავგადასავალი
  • პ. ტრავერსი _ მერი პოპინსი
  • ე. უსპენსკი _ ნიანგი გენა
  • ე. შვარცი _ კონკია


ივნისი

თემები, აქტივობები, სწავლისა და სწავლების  მეთოდები
ზემოთ ჩამოთვლილი განსახილველი თემების ახსნისა და გაგების პროცესში გამოყენებული იქნება შემდეგი  მეთოდები და აქტივობები:

--ცნებების რუკა;
-დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე;
-ტექსტის წაკითხვა მონიშვნით;
-ვენის დიაგრამა;
დისკუსიები,  ჯგუფური, ინდივიდუალურიმ  წყვილებში მუშაობები;
მოსწავლები და მასწავლებელი  მთელი 45 წთ ჩართულები არიან ფიქრის, ვარაუდების გამოთქმის, კითხვის, მსჯელობისა და ერთობლივი შემოქმედების პროცესში.







რესურსები
წრის წარმატებული მუშაობისთვის სკოლას გააჩნია შემდეგი რესურსები, საკლასო ოთახი, დაფა,  მერხები  , კომპიუტერი, ბიბლიოთეკა, საკლასო ოთახი უზრუნველყოფილია ელექტრო ენერგიით, საჭირო ლიტერატურაშეიძლება მოვიძიოთ  სკოლის ბიბლიოთეკაში, ასევე  ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, პირადი ბიბლიოთეკაში.


No comments:

Post a Comment