Sunday, February 11, 2018

მათემატიკის წრე ,,გამჭრიახი"


მათემატიკის წრე,,გამჭრიახი’’
სასწავლო წლოს მეორე სემესტრში შეიქმნა მათემატიკის უკეთ შემსწავლელთა წრე, წრეში გაერთიანებულია მეოთხე კლასის თერთმეტი  მოსწავლე, საწრეო მუშაობა ტარდება კვირაში ორჯერ სამშაბათს და ხუთშაბათს. წრეზე განსახილველი თემები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლეებში მათემატიკური უნარების გაუმჯობესებას.
წრის დასახელება და მოკლე დახასიათება
 წრის სახელწოდებაა „გამჭრიახი’’ წრე სკოლის რესურსებისა და მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე არის შერჩეული წინასწარი მოკვლების საფუძველზე.
თემატიკა წრის მუშაობის პროფილი მისი ჩამოყალიბების მიზანი აქტუალურობა და მნიშვნელობა
წრის მუშაობის პროფილი
საწრეო მუშაობა ითვალისწინებს მოსწავლეების  უნარების  გაუმჯობესებას მათემატიკაში . მუშაობისას გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა ასაკი და ინდივიდუალური საჭიროებები.
წრის შექმნის მიზანია:
მოსწავლეები დაწყებით ასაკში აუცილებელია დაეუფლოს მაღალ დონეზე მათემატიკას, გადაჭრას რეალური პრობლემები მათემატიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, ასევე მოსწავლე დაეუფლოს, ლოგიკურ და კრიტიკული აზროვნების ხერხებს.
წრის შექმნის აქტუალობა 
დღესდღეობით აუცილებლობას წარმოადგენს მათემატიკის კარგად დაუფლება , რომელსაც საფუძველი სწორედ დაწყებით საფეხურზე უნდა ჩაეყაროს, რომელსაც საფუძვლიანი მიდგომა სჭირდება მასწავლებლის მიერ, მოცემული 45 წუთი საგაკვეთილო დრო არცთუ საკმარისია მოსწავლეთათვის უკეთ დაუფლებისთვის, ამასტან ზოგიერთი ბავში ამ ასაკში ამჯობინებს სხვა აქტივობებით დაკავდეს ვიდრე მათემატიკა იმეცადინოს, და ან  შემოიფარგლება მხოლოდ იმ დავალებებით, რომელიც მხოლოდ სკოლის სახელმძღვანელოში არის წარმოდგენილი, საჭიროა მეტი ვარჯიში ამ მიმართულებით, მოგეხსენებათ  მატემატიკა არის  ზედა კლასებსი მოსწავლეთა ,,აქილევსის ქუსლი“ სწორედ ამან განაპირობა ჩვენი წრის დაარსება.



სამუშაო პროგრამა
მუშაობის ხანგრძლივობა
შეხვედრების განრიგი
საწრეო მუშაობის გაცნობა წრის წევრებისათვის
45 წთ
იანვარი
ლოგიკური ამოცანები და სავარჯიშოები ნაწილი 1:http://www.aura.ge/27-saxaliso-matematika/162-logikuri-amocanebi-da-savarjishoebi-natsili-1.html


თებერვალი
ლოგიკური ამოცანები და სავარჯიშოები ნაწილი 2:http://www.aura.ge/27-saxaliso-matematika/162-logikuri-amocanebi-da-savarjishoebi-natsili-1.html
მათემატიკური ამოცანები  40-ზე თეიმურაზ ორმოცაძე 2015 წელი, ელექტრონული ბიბლიოთეკა.


მარტი
ლოგიკური ამოცანები და სავარჯიშოები ნაწილი 3http://www.aura.ge/27-saxaliso-matematika/162-logikuri-amocanebi-da-savarjishoebi-natsili-1.html
კინგსის სახელმძღვანელო ტესტები მათემატიკაში
www.kings.ge

აპრილი
ლოგიკური ამოცანები და სავარჯიშოები ნაწილი 4http://www.aura.ge/27-saxaliso-matematika/162-logikuri-amocanebi-da-savarjishoebi-natsili-1.html

მაისი
ლოგიკური ამოცანები და სავარჯიშოები ნაწილი 5http://www.aura.ge/27-saxaliso-matematika/162-logikuri-amocanebi-da-savarjishoebi-natsili-1.html

ივნისი




საწრეო მუშაობის პროგრამა, საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა, და შეხვედრების განრიგი


თემები, აქტივობები, სწავლისა და სწავლების მეთოდები:
ზემოთ ჩამოთვლილი განსახილველი თემების ახსნისა და გაგების პროცესში გამოყენებული იქნება შემდეგი მეთოდები და აქტივობები
-ჯგუფური მუშაობა, წყვილებში მუშაობა,  ინდივიდუალური მუშაობა;
-თამაშით სწავლება;
რესურსები
წრის წარმატებული მუსაობისთვის სკოლას გაჩნია შემდეგი რესურსები: საკლასო ოთახი უზრუნველყოფილი ელექტრო ენერგიით, კომპიუტერი, დაფა, მერხები,  ბიბლიოთეკა (სასკოლო, პირადი).

ქართული ენისა და ლიტერატურის წრე ,,კოკროჭინა"


ქართული ენისა და ლიტერატურის წრე  ,კოკროჭინა“
სასწავლო წლოს მეორე სემესტრში შეიქმნა ქართული ენისა და ლიტერატურის წრე. წრეში გაერთიანებულია მეოთხე კალასის 11 მოსწავლე, საწრეო მუშაობა ტარდება კვირაში ორჯერ ოთხშაბათს და პარასკევს. წრეზე განსახილველი თემები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლეებში კითხვის უნარების გაუმჯობესებას.
წრის დასახელება და მოკლე დახასიათება
 წრის სახელწოდებაა ,,კოკროჭინა“ წრე სკოლის რესურსებისა და მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე არის შერჩეული წინასწარი მოკვლების საფუძველზე.
თემატიკა წრის მუშაობის პროფილი მისი ჩამოყალიბების მიზანი აქტუალურობა და მნიშვნელობა
წრის მუშაობის პროფილი
საწრეო მუშაობა ითვალისწინებს მოსწავლეების  კითხვის უნარის გაუმჯობესებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში . მუშაობისას გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა ასაკი და ინდივიდუალური საჭიროებები.
წრის შექმნის მიზანია
დაწყებითი კლასის მოსწავლეთა განვითარებისათვის აუცილებელია მოსწავლე დაეუფლოს კითხვის უნარს, შეეძლოს დასკვნების გამოტანა ტექსტიდან, გამართულად დაეუფლოს კითხვის ტექნიკის უნარ-ჩვევებს, ასევე საწრეო მუშაობა თავის მხრივ ხელს შეუწყობს თანამშრომლობითი უნარების განვითარებას მოსწავლეთა შორის, გაიზრდება სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა.
წრის შექმნის აქტუალობა 
მოსწავლეთა დიდი ნაწილი დღესდღეობით ნაკლებ დროს ატარებს წიგნთან, უფრო კომპიუტერი გახდა პრიორიტეტი, არადა თუ ბავშვს ამ ასაკში გავუღვივებთ კითხვის სიყვარულს, დავაუფლებსთ მოზარდს კითხვის ტექნიკას და გაზრებულ კითხვას  ის მას მთელი ცხოვრება გაჰყვება, კითხვა მოზარდს საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაში ეხმარება, სწორედ ამიტომ არის აქტუალური ეს საკითხი.



საწრეო მუშაობის პროგრამა, საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი
სამუშაო პროგრამა
მუშაობის ხანგრძლივობა
შეხვედრების განრიგი
საწრეო მუშაობის გაცნობა წრის წევრებისთვის
45წთ
იანვარი
საუკეთესო ზღაპრები:
  • სულხან-საბა ორბელიანი _ ქილილა და დამანა
  • დავით ჯავახიშვილი _ მანქანათქება, თავგადასავალი.
  • სერო კლდიაშვილი _ ლომი და ხარები, ბედსვიანი წრუწუნა 
  • რევაზ ინანიშვილი _ სად ცხოვრობს მეზღაპრე, კრეჭანა
  • გუგული ტოგონიძე _ მტირალა
  • ნაირა გელაშვილი _ წინწკლებიანი მუსტანგი და პატარა წვიმა, სოკოები.
  • დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია _ ბროლის ციგა


თებერვალი
  • ს. ტ. აკსაკოვი _ ალისფერი ყვავილი
  • გ. ხ. ანდერსენი _ ყინულის დედოფალი, ქალთევზა
  • ძმები გრიმები _ ბრემენის მოხეტიალე მუსიკოსები, ფიფქია და შვიდი ჯუჯა
  • ს. ლაგერლოფი _ ნილსისა და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა
  •  

მარტი
  • ს. მარშაკი _ თორმეტი თვე
  • ა. ა. მილნი _ ვინი პუჰი და ყველა- ყველა- ყველა
  • ა. პუშკინი _ ზღაპრები
  • ჯ. როდარი _ ჩიპოლინოს თავგადასავალი
  • ა. ფრანსი _ ფუტკარი


აპრილი
  • ჯ. ჰარისი _ ბიძია რიმუსის ზღაპრები
  • ვ. გაუფი _ ზღაპრები
  • პ. ერშოვი _ კუზიანი კვიცი
  • ე. ტ. გოფმანი _ მაკნატუნა
  • რ. კიპლინგი _ მაუნგლი


მაისი
  • ა. ლინდგრენი _ ბიჭი და კარლსონი, პეპი მაღალწინდა
  • ჯ. სვიფტი _ გულივერის მოგზაურობა
  • ა. ტოლსტოი _ ოქროს გასაღები და ბურატინოს თავგადასავალი
  • პ. ტრავერსი _ მერი პოპინსი
  • ე. უსპენსკი _ ნიანგი გენა
  • ე. შვარცი _ კონკია


ივნისი

თემები, აქტივობები, სწავლისა და სწავლების  მეთოდები
ზემოთ ჩამოთვლილი განსახილველი თემების ახსნისა და გაგების პროცესში გამოყენებული იქნება შემდეგი  მეთოდები და აქტივობები:

--ცნებების რუკა;
-დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე;
-ტექსტის წაკითხვა მონიშვნით;
-ვენის დიაგრამა;
დისკუსიები,  ჯგუფური, ინდივიდუალურიმ  წყვილებში მუშაობები;
მოსწავლები და მასწავლებელი  მთელი 45 წთ ჩართულები არიან ფიქრის, ვარაუდების გამოთქმის, კითხვის, მსჯელობისა და ერთობლივი შემოქმედების პროცესში.







რესურსები
წრის წარმატებული მუშაობისთვის სკოლას გააჩნია შემდეგი რესურსები, საკლასო ოთახი, დაფა,  მერხები  , კომპიუტერი, ბიბლიოთეკა, საკლასო ოთახი უზრუნველყოფილია ელექტრო ენერგიით, საჭირო ლიტერატურაშეიძლება მოვიძიოთ  სკოლის ბიბლიოთეკაში, ასევე  ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, პირადი ბიბლიოთეკაში.


Tuesday, March 19, 2013

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: ,,თამარ მეფე’’ ქვეყნის აღმშენებლობა  12 საუკუნეში.



პროექტის მთავარი თემა: გავაცნო ბავშვებს  როგორ იღწვოდა მეფე თამარი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების და კულტურის განვითარებისათვის.



პროექტის  აქტუალობა:  თამარი მეფობდა საქართველოს ოქროს ხანაში. ის უაღრესად წარმატებული მართველი იყო. მან გაამართლა აფორიზმი ,,ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს  თუნდა ხვადია’’.



პროექტის მიზანი: დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება.   
·         ინფორმაციის მოძიებ და დახარისხება.
·         ჭჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევა.
·         კომუნიკაციის განვითარება.
·         დროსა და სივრცეში ორიენტირება.
     
მოსწავლის ასაკი: 8-9 წელი
   
  ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
     
მოსალოდნელი შედეგი: მივიღოთ პროექტზე მუშაობის   გამოცდილება.
მიიღონ და მოიძიონ უფრო მეტი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის წარსულზე.

პროექტის საჭირო ძირითადი რესურსი: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ინტერნეტი.

პროექტის  მსვლელობა:
ჯგუფთან ერთად შევარჩევ პროექტის  თემას:,,თამარ მეფე“ ქვეყნის აღმშენებლობა მეთორმეტე საუკუნეში.
მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად და ვაძლევ ინსტრუქციას, მოიძიონ ინფორმაცია თამარ მეფის შესახებ.                  
1 ჯგუფი-კომპიუტერით ეძებს ინფორმაციას ქვეყნის ეკონომიკა  თამარ მეფის  დროს.

2-ჯგუფი-კომპიუტერით ეძებს ინფორმაციას  ქვეყნის განათლება თამარ მეფის დროს.                                                

3 ჯგუფი -კომპიუ ტერით ეძებს ინფორმაციას  ქვეყნის კულტურა თამარ მეფის დროს.   

პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ  მოსწავლეები მოძიებულ მასალას ამზადებენ  საპრეზენტაციოდ.

მონაწილეთა შეფასება:

კრიტერიუმი               
დაბალი
საშუალო
კარგი
საუკეთესო
პროექტის ვიზუალურინაწილი
მოუწესრიგებელია არ  შეესაბამება შინაარსს.
მოეწსრიგებულია,  
ვიზუალური მასალა ნაკლებად შეესაბამება შინაარს.
მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, შეესაბამება პრეზენტაციის შინაარს.
ზუსტად შეესაბამება შინაარსის ყოველ კომპონენტს.
დავალებასთან შესაბამისობა
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას.
მიჰყვება ინსტრუქციათაგან მხოლოდ ზოგიერთს.
მიჰყვება ინსტრუქციებს ზედაპირულად.
ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია, დავალება სრულყოფილად არის  შესრულებული.
მთლიანი შთაბეჯდილება
მიზანი არ არის მიღწეული.
მინიმალურად არის მიღწეული დასახული მიზანი.
მიღწეულია გარკვეული მოთხოვნა.
ყველა მიზანი სრულად არის მიღწეული.

საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:                                                        ხელოვნება:

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეებს:


  • უყალიბდება დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის ისტორიის უკეთ შესწავლაზე.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლალი ღლონტი  

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: laliglonti1@gmail.com